суббота, 3 апреля 2010 г.

სტუმრად ზოოპარკში










1.პროექტის სახელი:სტუმრად ზოოპარკში
2. პროექტის მიზანი:გარეული ცხოველების შესახებ ინფორმაციის მოძიება; საუბარი მათ საინტერესო და სახიფათო ცხოვრებაზე; უკეთ გააცნობიერონ ცხოველებთან უსაფრთხოების წესების დაცვა.
3. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები მოინახულებენ თბილისის ზოოპარკს. გაეცნობიან სხვადასხვა სახის მტაცებელ ცხოველებს. მათ საინტერესო და სახიფათო შემთხვევებს. მიიღებენ ინფორმაციას ზოოპარკის ბინადარ ცხოველებზე. ექსკურსიაში მონაწილეობას იღებენ მშობლებიც. ისინი გადაიღებენ საინტერესო სურათებს. ექსკურსიიდან დაბრუნების შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს. მოახდენენ ცხოველთა კლასიფიკაციას განმასხვავებელი ნიშნით. შეთხზავენ ზღაპრებს. მოაწყობენ ნახატების გამოფენას „სტუმრად ზოოპარკში“ და ექსკურსიის ამსახველი ფოტომასალით გაკეთდება სტენდი.
4. ასაკი: 6 –7 წელი
5. ვადების ხანგრძლივობა: 2 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: კვლევა, დისკუსიების გამართვა მოძიებულ მასალაზე.
7. მოსალოდნელი შედეგები: ზღაპრის შეთხზვა, ხატვა, ძერწვა, რბილი სათამაშოების დამზადება, გამოფენის მოწყობა.
8. სარგებელი სხვებისთვის: პროექტის განხორციელების შედეგად მიღებულ ინფორმაციას გაუზიარებენ თავის მეგობრებს.
9. სამუშაო ენა: ქართული ენა:
10. საგნობრივ ჯგუფთან/ ეროვნულ სასაწავლო გეგმასთან კავშირი: სვამს კითხვებს და ეძებს პასუხებს ცხოველების მრავალფეროვნების აღსაწერად. აჯგუფებს ცხოველებს და აღწერს მათ განმასხვავებელ ნიშნებს
11. პროექტის ფასილიტატორი: რუსუდან ჯავახიშვილი
12. ფასილიტატორის ელ.ფოსტა:rusudanjavaxishvili@gmail.com

ჩემი პორტფოლიო






გაკვეთილი-,,გაზაფხული მობძანდება''

კლასის საიტი



















Комментариев нет:

Отправить комментарий